Tuesday, July 12, 2016

დღე 9- რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღე ისეთივე დატვირთული და  აქტიური იყო,როგორც წინა დღეები.სახელმძღვანელოში მე-8 მოდულის მეორე აქტიობაში განვიხილეთ:პორთფოლიოს წარდგენის დაგეგმვა და კითხვა,როგორ უნდა გავაცნოთ ბავშვებს ჩვენი პორთფოლიო.
შევედით ბლოგზე და მოვახდინეთ youtube-დან ვოდეოების ატვირთვა.
შევისწავლეთ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ ვიდეო youtube-ზე.
ტრენერმა ინფორმაციის მიზნით კიდევ მოგვაწოდა სხვადასხვა მასალა,რაც გამოგვადგება შემდგომი მუშაობისათვის.ამ ტრენინგით შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები,რაც გამომადგება ჩემს პრაქტიკულ მუშაობაში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გიორგი არავიაშვილს.ვისურვებდი მომავალი ტრენინგი ისევ მასთან გავიაროთ და უფრო ღრმად დავეუფლო ისტ-ის ტექნოლოგიებს.

Wednesday, July 6, 2016

დღე 8-ე რეფლექსია

ნელ-ნელა დასასრულს ვუახლოვდებით და ჩვენი ცოდნაც პროექტებით სწავლების შესახებ იზრდება.დღევანდელი დღეც დავალების შემოწმებითა და განხილვით დავიწყეთ,რასთან დაკავშირებითაც გავიაზრეთ შეცდომები და გავითვალისწინეთ მითითებები.
ვიმუშავეთ ბლოგზე,ვიმსჯელეთ ფასილიტაციაზე, როგორ უნდა მივცეთ გეზი მოსწავლეებს პრეზენტაციის შესაქმნელად,შევქმენით ფასილიტაციის დოკუმენტი.
ვისწავლეთ ,როგორ უნდა ავტვირთოთ საქაღალდე ჩვენს ბლოგზე.ამისათვის ვიქცევით ასე:ვაწკაპებთ მარჯვენა ღილაკს,შემდეგ share ბრძანებას,შემდეგ advanced-ს და who has,ვუთითებთ იმ მისამართს ვინც გვინდა ,რომ ნახოს.
ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა ავტვირთოთ სურათები და ვიდეოები.
დიდი მადლობა ტრენერს დღევანდელი საინტერესო დღისათვის.
ტრენინგი არის ძალიან  საინტერესო და საჭირო,მომწონს ჩემი პედაგოგების აქტიურობა და ჩართულობა.ვიმედოვნებ აქ ნასწავლ მასალას აქრიურად გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესის დროს,რაც გაამრავალფეროვნებს ,გაახალისებს და უფრო პროდუქტიულს  გახდის გაკვეთილს.

დღე 7-ე რეფლექსია

დღე ტრადიციულად დავიწეთ საშინაო დავალების განხილვით და გაანალიზებით.წარმოვადგინე მოსწავლის პრეზენტაცია და პრეზენტაციის ჩეკლისტი.ტრენერს შენიშვნები დავალების მიმართ არ ქონია. 
ვიმუშავეთ google drive-ში,დავაჭირე new,more და შემდეგ google form-s.ჩამოვაყალიბეთ კითხვები-ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე.
შევისწავლეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობის წესები.გიორგის ბლოგზე შევედით რესურსებში და შემდეგ შეფასებებში,ვნახეთ კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები ,რომლის მიხედვით ვიმუშავეთ ჯგუფებში და წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
 მოგვეცა დავალება პრეზენტაციისა და კოლაბორაციული რუბრიკების შექმნის შესახებ.
დღე მეტად ნაყოფიერი იყო.
დღევანდელ ტრენინგს ესწრებოდა დამკვირვებელი,რომელმაც დადებითად შეაფასა ჯგუფის მუშაობა და შეგვავსებინა კითხვარი.

მე-6 დღის რეფლექსია

  მე-6 ტრენინგზე განვიხილეთ საშინაო დავალება „მასწავლებლის პრეზენტაცია“.მიღბული შენიშვნები გავასწორეთ.
·         ვისწავლეთ ყველა მონაწილის რეფლექსიების ნახვა და მივეცით თითოეულს შეფასება.
·         ვისწავლეთ პორთფოლიოების შექმნა.
·         გავეცანით „ჩეკლისტებში“ მოცემული კითხვების ჩამონათვალს.
·         დავტოვე კრიტერიუმები,რომლებიც ჩემს პროექტს წაადგება და ჩავამატე ახალი კრიტერიუმები.
·         ფორთფოლიოების შესაქმნელად ვისწავლეთ ახალი საქაღალდეს შექმნა.
დავალება:1)გავეცნოთ მე-5 მოდულს.
                     2)ჩეკლისტის შექმნა ჩემი პროექტის შესაბამისად
                     3)შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის სახით,პრეზენტაციის           სახით ,ბლოგის სახით.
                 ტენინგი იყო დატვირთული ინფორმაციით და საინტერესო.
                მადლობა გიორგი  🎼🎶😊

სიმღერა ,, თუ ასე ტურფა იყავი,,

Tuesday, June 21, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება პროექტის შეფასების გეგმასთან დაკავშირებით.შევისწავლეთ ჩვენს გვერდზე ახალი ბლოგის დამატება.განვიხილეთ და ვიმსჯელეთ მასწავლებლის პრეზენტაციის სქემის თითოეულ საკითხზე.შევისწავლეთ გაჯეტების ჩასმა ბლოგში( ცოტა ბუნდოვანია) იმედია შემდეგ მეცადინეობაზე უკეთესად გავიგებ .მოგვცა დავალება-შევქმნათ მასწავლებლის პრეზენტაცია.დიდი მადობა გიორგი დღევანდელი დღისთვის

Saturday, June 18, 2016

4 -ე დღისრეფლექსია

დღე იყო ძალიან საინტერესო,ვისწავლე;როგორ უნდა მოვძებნო დაკარგული მასალა რომელიც არ გაიგზავნა,შევქმენით ბროშურები,შეფასების ახალი მოდული.დავწერეთ პროექტის სხადასხვა მეთოდებით შეფასების კრიტერიუმები.დიდი მადლობა გიორგი